არალეგიტიმური მთავრობა, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსი მარიონეტები - სწორედ ასე მოიხსენიებს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საკუთარ განცხადებებში ქართულ ოცნებას. საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსი ჯო უილსონი რესპუბლიკური პარტიის წევრია, იმ პოლიტიკური გაერთიანების, რომლის ლიდერი აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახლავთ. ჯო უილსონი, რომელმაც გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით სამი განცხადება გამოაქვეყნდა წერს, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს დემოკრატიის განადგურების გეგმას სისრულეში მოიყვანს აშშ-ისგან წარმოუდგენელ პასუხს მიიღებს არადა, ქართული ოცნება ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპის ფასეულობები, რის გატარებასაც ის აშშ-ში აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია “ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან. იმ ფონზეც კი, რომ ამერიკელი დიპლომატებისგან ისმის მუქარა სანქციებზე, ქართულ ოცნებას ამერიკულ მხარესთან სიტუაციის დასტაბილურების მოლოდინი აქვს. ამ დროს როგორ გამოიყურება ქართულ -ამერიკული ურთიერთობები?