ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.
საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.
ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ასევე, დაფიქსირდა აქტიური სპეციალური საშუალებების, კერძოდ კი წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება. საიაში აღნიშნავენ, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით, უკანონოდ 500-მდე პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებით კი 40-მდე ადამიანი არის დაკავებული.