ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება - კიდევ რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს - Palitra News

ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება - კიდევ რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს

2024-12-27 12:33:06+04:00

ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები, მესამე სექტორი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანდებიან. ორბელიანების სასახლეში მიმდინარე კონსულტაციების მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ეხება. პოლიტიკური მხარეები სალომე ზურაბიშვილთან განიხილავენ, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები.