სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ცნობით, რეიდისას ასადის რეჟიმთან კავშირში მყოფი სამი შეიარაღებული პირია მოკლული. ამ რეგიონში ერთი დღით ადრე, ჩასაფრებისას 14 სამართალდამცველი მოკლეს და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ასადის ლოიალისტებს დაეკისრა. ახალი რეჟიმის საპოლიციო ძალებს ერთ-ერთი ოფიცრის დაკავების დროს, იმავე ოფიცრის ძმამ და მხარდამჭერებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რა დროსაც მათი ავტომობილი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს.