სლოვაკეთმა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პლატფორმა შესთავაზა. აღნიშნული წინადადების შესახებ კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დასრულებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, რუსეთი ინიციატივის წინააღმდეგი არ იქნება. მისივე თქმით, რუსეთი ომის დამთავრებისკენ მიისწრაფვის, თუმცა, სამხედრო ამოცანების გადაჭრას 2025 წელსაც გააგრძელებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო კრემლში 22 დეკემბერს იმყოფებოდა - მან უკრაინაში არსებულ ვითარებასთან ერთად, განიხილა რუსული ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხი, რომლის შეწყვეტითაც უკრაინა იმუქრება.