თბილისში, ვარკეთილში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა. სახანძრო სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლო. როგორც მეზობლები ამბობენ, გარდაცვლილი სავარაუდოდ 20 წლის მამაკაცია, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.