ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების მოახლოებული დასანქცირების შესახებ განცახდებებს ავრცელებს. როგორც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, „ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული, ბიძინა ივანიშვილი“ საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. მისივე თქმით, თუ ასე მოხდება, აშშ-მა საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. ამერიკელი კონგრესმენი ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს მას ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. მისი თქმით, თუ 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს დემოკრატიის განადგურების" გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორსაც აქამდე "ვერასდროს წარმოიდგენდა".