საქართველოში უწყვეტი პროტესტის 30-ე დღე დაიწყო - დედაქალაქის მასშტაბით იგეგმება არაერთი მსვლელობა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუეთდებიან - Palitra News

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 30-ე დღე დაიწყო - დედაქალაქის მასშტაბით იგეგმება არაერთი მსვლელობა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუეთდებიან

2024-12-27 09:36:24+04:00

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 30-ე დღე დაიწყო. დღესაც, დედაქალაქის მასშტაბით იგეგმება არაერთი მსვლელობა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუეთდებიან. მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. კითხვაზე, წავა თუ არა დათმობაზე “ქართული ოცნება”, აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მმართველ პარტიას დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოუწევს, რადგან, მათივე თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპულ ორბიტაზე არ დააბრუნებს, საპროტესტო აქციები არ დასრულდება.