თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - Palitra News

თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

2024-12-26 22:59:01+04:00

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.