საქართველოს რიგით მე-5 პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების გეგმაზე მსჯელობა გრძელდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მუშაობს საბჭოს შექმნაზე, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების აქტიური ჯგუფები. ხელისუფლების ოპონენტები განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრირებას და იმ პირობებს ეხება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ახალი, ლეგიტიმური არჩევნები უნდა გაიმართოს.