საქართველოში უწყვეტი პროტესტის 29-ე დღე გრძელდება - დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მსვლელობა გაიმართა - Palitra News

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 29-ე დღე გრძელდება - დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მსვლელობა გაიმართა

2024-12-26 20:16:30+04:00

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 29-ე დღე გრძელდება. დღესაც, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მსვლელობა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ PR სპეციალისტები, მარკეტოლოგები და დიზაინერები. თავდაპირველად ისინი თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყების ოფისთან მივიდნენ. მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.