თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი - Palitra News

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

2024-12-26 15:22:12+04:00

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.