ორბელიანების სასახლეში აუდიენცია დღესაც შედგება. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ხელახალი არჩევნების ჩატარების გეგმაზე მსჯელობს. როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილი მუშაობს იდეაზე შეიქმნას საბჭო, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების აქტიური ჯგუფები. ხელისუფლების ოპონენტები განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და იმ პირობებს ეხება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ახალი, ლეგიტიმური არჩევნები უნდა ჩატარდეს . ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინტიტუტი პრეზიდენტის ინტიტუტია. ისინი სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერს უცხადებენ.