ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. უცხოური გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მედიკოსების თქმით, ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც დარტყმა განხორციელდა ავტომობილზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.