ვიდრე ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე კონსულტაციებს მართავს, ქართული ოცნება საკუთარ გეგმას არ უხვევს და 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისთვის ემზადება. როგორც ცნობილია ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრები დაესწრებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური ვერ იქნება.