რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს - Palitra News

რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

2024-12-26 13:10:49+04:00

რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ტელევიზიის ხელმძღვანელი პირების გადადგომასა და საეთერო დროს ითხოვენ, რომელიც ხალხს დაეთმობა. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სპეციალური განცხადებაც უნდა გაკეთდეს.