აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ შობის დღესასწაულზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი უკრაინელი ხალხის ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვება და ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა იყო. ბაიდენის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა. ბაიდენმა თავდაცვის უწყებას მიმართა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა გააგრძელოს.