ჰელსინკის კომისიის განცხადებები, მაგნეტსკის სია, სავიზო შეზღუდვები და სხვადასხვა სახის სანქციები. ეს ის ქმედებებია, რომელთა საშუალებითაც დასავლეთი ცდილობს, საქართველოს თავისუფალება და დამოუკიდებელობა ხელშეუხებელი დატოვოს. წინააღმდეგობის გზაზე ოპოზიციის წევრებს სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვთ.. მმართველო პარტიის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ გაგრძელდება და ზუსტად ეს იქნება მთავრობის მთავარი შემზღუდავი მექანიზმი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, მიზანი ერთია, დაინიშნოს და ყველა წესის საერთაშორისო დონის დაცვით ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.