"უტყვი მოწმე" , ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1937 წელს დიდ ბრიტანეთში , გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა. რომანის მოქმედება ვითარდება ბერკშირში, ლედი არენდელის სამკვიდროზე, მდიდარი მოხუცი ქალბატონის, რომელიც გარშემორტყმულია ხარბი ნათესავებით. ერთ დღესაც ლედი არენდელი კიბეებიდან ეცემა. ყველას ჰგონია, რომ მოხუცს ფეხი დაუცდა ბურთზე, რომელიც მისმა საყვარელმა ძაღლმა, ფოქსტერიერმა, ბობმა დატოვა. ამ შემთხვევის შედეგად ლედი არენდელი მალევე კვდება და მთელი მისი ქონება გადადის მისი კომპანიონის, მის ლოუსონს მფლობელობაში. გამოცდილი მეძებარი ერკილ პუარო იღებს წერილს, რომელიც მოხუცი ქალბატონის სიკვდილამდე იყო დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა უკვე გვიანია, ჯერ კიდევ არის დრო მკვლელის მოსაძებნად. პუაროს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ყველაზე უჩვეულო მოწმესთან, ძაღლ ბობთან მოუწევს მუშაობა რათა ამოხსნას დანაშაულის მოტივი და ნამდვილი დამნაშავის ვინაობა გამოიტანოს სააშაკარაოზე.
_________________________________________________________________
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.