გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო

2024-12-25 22:12:14+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის. დღეის მდგომარეობით, 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.