"ქართული ოცნების" მისამართით დამატებითი ზომების მიღებაზე აქტიურად საუბრობს საერთაშორისო საზოგადოება - მოსალოდნელ სანქციებს აანონსებენ აშშ-ში - Palitra News

"ქართული ოცნების" მისამართით დამატებითი ზომების მიღებაზე აქტიურად საუბრობს საერთაშორისო საზოგადოება - მოსალოდნელ სანქციებს აანონსებენ აშშ-ში

2024-12-25 22:05:53+04:00

ქართული ოცნების მისამართით დამატებითი ზომების მიღებაზე აქტიურად საუბრობს საერთაშორისო საზოგადოება. მოსალოდნელ სანქციებს აანონსებენ აშშ-ში, სადაც აცხადებენ რომ მათი ქმედებების მიზანი ქართველი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა. ოპოზიციის ინფორმაციით აშშ და ევროკავშირი ხელისუფლების წევრებისა და ძალაოვანი უწყების თანამშრომლების მისამართით მორიგ ქმედით ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში გადადგამს.