ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება - თბილისში პროტესტის 28-ე დღეს სხვადასხვა ლოკაციებზე მარშები გაიმართა, ამ წუთებში კი ტრადიციულად მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნა უცვლელია,- დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.