საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა და მარშის მონაწილეებს მიმართა.
„ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვისაც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან „ქალები მარშის" მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ.
ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე", რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.
პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან იმყოფება, ხოლო მოქალაქეები კი მხარდაჭერის ნიშნად ხელს ართმევენ და სკანდირებენ „სალომე, სალომე".