“ქალების მარში” ორბელიანების სასახლესთან მივიდა - Palitra News

“ქალების მარში” ორბელიანების სასახლესთან მივიდა

2024-12-25 18:40:57+04:00

“ქალების მარში” მსვლელობით ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლესთან მივიდა.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ სალომე, სალომე!”.

თბილისში პროტესტი უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.