ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს არ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით დიაგნოზი უარყოფითია და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა სამიტში, რომელიც დღეს სანქტ-პეტერბურგში იმართება, მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის ცალკე შეხვედრა დაგეგმილი არ არის.