რუსების უკრაინაზე შობის ღამეს თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება - Palitra News

რუსების უკრაინაზე შობის ღამეს თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება

2024-12-25 15:44:37+04:00

რუსების უკრაინაზე შობის ღამეს თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია და ეს ყველაზე არაჰუმანური საქციელია. მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი გაუშვა. ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს. „რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.