ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა - Palitra News

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა

2024-12-25 15:43:49+04:00

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.