ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება,- თბილისში პროტესტის 28-ე დღეს დაგეგმილია მარშები სხვადასხვა ლოკაციიდან. 17:00 საათზე ქალთა მარში გაიმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე. დღესვეა დაგეგმილი ფინანსისტების, ბანკირების და ბუღალტრების მარში, 19 საათზე კი ტრადიციულად მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია,- დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.