ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს დღეს 19 საათზე შეხვდებიან - რაზე იმსჯელებენ მხარეები შეხვედრაზე და რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს დღეს 19 საათზე შეხვდებიან - რაზე იმსჯელებენ მხარეები შეხვედრაზე და რას აცხადებენ დეპუტატები

2024-12-25 15:33:40+04:00

ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები შეხვდებიან. მხარეები ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. პრეზიდენტთან კონსულტაციებზე საუბრობენ ოპოზიციაში.