ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა მოუწიათ. The Times of Israel-ის ცნობით, „ჰუსიტები“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას ზედიზედ მეორე ღამეა უშვებენ. ისრაელის არმია აცხადებს, რომ იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გასროლილი რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე მოიგერიეს.