საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს. საუბარია, 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე. მათ შორის, აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ბალდის კანიონის აქტივისტები არიან. საია მიუთითებს არაერთ დარღვევაზე, როგორიცაა, საქმეთა მიზანმიმართული გაჭიანურება, არასათანადო მოპყრობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა. საია არ გამორიცხავს რომ საქმეთა უმრავლესობაში სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ზიანს აყენებს ერთი მხრივ, პროკურატურის, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემისადმი ნდობას.