უწყვეტი პროტესტის 28-ე დღე დედაქალაქში - დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ - Palitra News

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღე დედაქალაქში - დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ

2024-12-25 12:31:31+04:00

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღე დედაქალაქში,- თბილისში დღის განმავლობაში დაგეგმილია საპროტესტო მარშები სხვადასხვა ლოკაციიდან. 17:00 საათზე ქალთა მარში გაიმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე. დღესვეა დაგეგმილი ფინანსისტების, ბანკირების და ბუღალტრების მარში, 19 საათზე კი ტრადიციულად მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია,- დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.