ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა - Palitra News

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

2024-12-25 12:32:12+04:00

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.