ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა - Palitra News

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა

2024-12-25 11:52:04+04:00

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა.

თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.