GCCA - მომხმარებლების მომართვიანობის კუთხით, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოში შემოვიდა სულ 791 განცხადება. აქედან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 128 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა - "დილის მონეტიზაციის" სტუმარია GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამათი ამაროვი