ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება - Palitra News

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება

2024-12-25 09:39:12+04:00

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება. ესტონეთის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა ახალგაზრდებში შესაძლო ომის შიშისა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობის შესახებ. პრეზიდენტის განმარტებით, ესტონეთს არ სურს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება, გაიქცევა თუ არა ხალხი, აიღებს თუ არა იარაღს და დაიცავს თუ არა თავს. კარასის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამაზე ფიქრიც კი არ გაჩნდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა 2029-2030 წლისთვის შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს.