უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს - Palitra News

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს

2024-12-25 09:38:26+04:00

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივა“ ომის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტყვეობაში დაღუპულებს შორის 169 სამხედრო და 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაფიქსირდა არაადამიანური პირობებისა და ტყვეობის ადგილებში წამების გამო ტყვეების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.