ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 50-ზე მეტი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ჯაბალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის უპილოტო აპარატმა ქალაქ ღაზაში ორგანიზაცია „პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის“ ცენტრი დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები თავს დაესხნენ ალ-ავდას და კამალ ადვანის საავადმყოფოებს. „ისრაელის თავდაცვის ძალებში“ კი აცხადებენ, რომ სამიზნე შეიარაღებული ადამიანები იყვნენ.