ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. დღეს რომის პაპი რომს და მთელ მსოფლიოს ტრადიციული სიტყვით მიმართავს. კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, ქრისტეს შობას მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილიც ზეიმობს, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და ალექსანდრიის.