საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატება და კარგი ჯანმრთელობა უსურვა.