დაუწესებს თუ არა დამატებით სანქციებს "ქართული ოცნების" ლიდერებს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები - Palitra News

დაუწესებს თუ არა დამატებით სანქციებს "ქართული ოცნების" ლიდერებს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები

2024-12-25 09:32:09+04:00

დაუწესებს თუ არა დამატებით სანქციებს "ქართული ოცნების" ლიდერებს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები - აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ოპოზიცონერი პოლიტიკოსები აცხადებენ რომ ქართული ოცნება ყველანაირ კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდა. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევასა და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანას ცდილობს, რასაც მათივე თქმით მკაცრი რეაგირება მოჰყვაბა მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან. ბარიერგადალახული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეერთებული შტატებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხისტ ნაბიჯებს ელოდებიან და ფიქრობენ რომ დასანქცირებულთა სიაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდება.