საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ბარირგადალახულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრები გრძელდება. სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი რა დოკუმენტი შეიმუშავეს ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დოკუმენტს პრეზიდენტს წარუდგენენ. ოპოზიციაში აცხადებენ რომ 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ბარიერგადალახული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც ქაოსი შემოიტანა, ახლა აქვს შანსი ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს.