წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, „საახალწლო სოფელში" სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის" დეკორაციები დაათვალიერა.
„საახალწლო სოფელი", რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები. მართლაც ჯადოსნურია, მორთულია ულამაზესად და მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ კომპანიას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.