მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა - Palitra News

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა

2024-12-24 22:06:58+04:00

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა. ფიცის დადების შემდეგ სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არსებული კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მოლდოვამ მშვიდობა შეინარჩუნა და დემოკრატიის დაცვა შეძლო. მისივე თქმით, 4 წლის შემდეგ შეუძლია თქვას, რომ მოლდოველებმა ერთად შეძლეს ის, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 55% მიიღო.