უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება - Palitra News

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება

2024-12-24 22:05:36+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება. ამის შესახებ მან უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ორბანი იმედოვნებს, რომ 2025 წელს უკრაინის ომი დასრულდება და ევროპას, მათ შორის უნგრეთსაც, კვლავ დიდი ეკონომიკური წარმატება ექნებათ. უნგრეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი კვლავ გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულებას.