თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - Palitra News

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2024-12-24 22:04:10+04:00

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენას დაეთმობა. დაგეგმილია, გზების რეაბილიტაცია და გამწვანების სამუშაოებიც. დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიც განიხილეს. წლიური ანგარიში თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის დედაქალაქის მერთან დისკუსია, თბილისელების ღალატის ტოლფასია. საკრებულოს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტი მათი დღის წესრიგის ნაწილია და ამაში უჩვეულო არაფერია.