საერთაშორისო საზოგადოება კვლავ სანქციების ბერკეტის გამოყენებაზე საუბრობს. ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავენ. ოპოზიციის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში აშშ-ი და ევროკავშირი ხელისუფლების წევრებისა და ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ დამატებით სანქციებს კვლავ დააწესებს.