მთავრობის მეთაურსა და ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციისთვის აღნიშნული შეხვედრა ნათელი დადასტურებაა იმისა რომ ბინზნესი ჩიხშია შესული და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ხელისუფლების ოპონენტები ახლა დარწმუნებულები არიან რომ ბიზნესის მსგავსად, ჩიხშია ქართული ოცნებაც, რომელიც იძულებულია, მოლაპარაკებები დაიწყოს განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ბიზნესმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს. რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა და რა შეფასებები მოყვა პრემიერის ბიზნესმენებთან შეხვედრას.