საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საუბარს განაგრძობს. მათ შორის ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს.პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო და ყურადღება ახალი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. ევროპელმა პარტნიორებმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ნდობა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს და განაცხადეს რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს პრეზიდენტს ნდობას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.