საქართველოს იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის გამოვლენილი შემზარავი ფაქტები საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა - Palitra News

საქართველოს იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის გამოვლენილი შემზარავი ფაქტები საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა

2024-12-24 15:33:13+04:00

წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა ცნობილია - საქართველოს იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის გამოვლენილი შემზარავი ფაქტები საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა. როგორც საია-ში გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის დირექტორმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების, „ერთად წამების წინააღმდეგ“ კონსორციუმის მხარდაჭერით შეიმუშავეს. მიმოხილული მტკიცებულებები მოიცავს: ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, ინტერვიუებს, საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო შეფასებას, მათ შორის არსებული სამედიცინო ჩანაწერებისა და მათი დაზიანებების სხვა ფოტომტკიცებულებების განხილვას.